აშშ-ს სენატი Facebook-ის კრიპტოვალუტის შესახებ მსჯელობას შემოდგომაზე გააგრძელებს

0
1372

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წარმომადგენელთა პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კომიტეტი გააგრძელებს Facebook-ის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტისა და შესაბამისი ელექტრონული საფულის განხილვას.

აღსანიშნავია, რომ საკითხი კომიტეტის თავმჯდომარემ პრიორიტეტების ნუსხაში შეიყვანა. პრიორიტეტული საკითხების განხილვა კი 2019 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლებით ერთი თვის წინ, სენატორებმა მაიკ კრეპომ და შეროდ ბრაუნმა კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს.

სენატორებმა მედიასთან კომენტარები Facebook-ის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის მოსმენის შემდეგ გააკეთეს.

სენატორმა კრეპომ ხაზგასმით აღნიშნა მონაცემთა ბაზისადმი მარეგულირებელი სისტემის შექმნის მნიშვნელობა – არა მხოლოდ Libra-სთვის, არამედ ყველა ინტერნეტ კომპანიისთვის, რომელიც კრიპტო ინდუსტრიით არის დაინტერესებული.

“ჩვენ უნდა შევქმნათ მონაცემთა დაცვის სისტემა, უნდა გადავიდეთ ყოვლისმომცველ მიდგომაზე. თუმცა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზუსტად როგორი იქნება სტრუქტურა”,- განაცხადა მაიკ კრეპომ.

სენატორი შეროდ ბრაუნი კოლეგას დაეთანხმა და განაცხადა, რომ რთული იქნება რაღაც ყოვლისმომცველის შექმნა, მაგრამ იმედი აქვს, რომ სენატი ამას შეძლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი