ტექსასის რესპუბლიკელი სენატორი კრიპტოვალუტის მიღების მომხრეა

0
928

ტექსასის რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი აშშ-ს კონგრესს მოუწოდებს, რომ მიიღოს კრიპტოვალუტა.

კრუზმა წარმოადგინა 25 იანვრით დათარიღებული რეზოლუცია, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ავტომატების და კვების სერვისების კონტრაქტორებს შესთავაზონ თავისი მომსახურება აშშ-ს კაპიტოლიუმის თანამშრომლებს.

აღნიშნული ობიექტები კრიპტოვალუტას აქტიურად იყენებენ.

მიღების შემთხვევაში სენატის მდივანსა და წარმომადგენელთა პალატის მთავარ ადმინისტრაციულ ოფიცერს მოეთხოვებათ მოძებნონ კრიპტო-მიმღები საკვები და სავაჭრო კომპანიები.

ამ ეტაპზე უცნობია ღონისძიების განხორციელების პოტენციური ღირებულება.

შეგახსენებთ, რომ ტედ კრუზი არის ერთ-ერთი რვა ცნობილი კრიპტო ინვესტორიდან ერთ-ერთი, რომელიც კონგრესის წევრია.

სიაში ასევე შედიან სინტია ლუმისი, ვაიომინგის სენატორი კრიპტო კანონმდებლობის გულშემატკივარი და პეტ ტუმი, პენსილვანიელი სენატორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წარადგინა სტაბილკოინის კანონპროექტი.

პროექტის მიზანია შექმნას გადახდების მარეგულირებელი ბაზა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი