აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი ახალ ინიციატივას ციფრულ ვალუტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს.
დეპარტამენტის ფინანსური წიგნიერების კომისია საგანმანათლებლო მასალებს ადგენს.
ეს კი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას, თუ როგორ მუშაობს კრიპტოვალუტები და რით განსხვავდება იგი ტრადიციული აქტივებისგან.
ფინანსების სახაზინო მდივნის მოადგილემ, ნელი ლიანგმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის სამიზნე აუდიტორია ფინანსურ სერვისებზე შეზღუდული წვდომის მქონე ადამიანები არიან.
ნელი ლიანგმა დასძინა, რომ უკეთეს განათლებასა და ფინანსურ ცოდნას, ცხადია, უფრო მეტი საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვს.
ამ ეტაპზე როგორც ცნობილია, ახალი განათლების განყოფილება 20 სხვადასხვა სააგენტოს მოიცავს.
მათ შორის არის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია. ინიციატივამ შესაძლოა, შეამსუბუქოს მარეგულირებლის დამოკიდებულება, რომელიც კრიპტო ინვესტიციებთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.