ტენესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ჯეისონ პაუელმა, კანონპროექტი წარადგინა, რომელიც კრიპტოვალუტასა და NFT-ში ინვესტირებას ეხება.
2644-ე კანონპროექტის მიხედვით, პაუელმა სენატს შესთავაზა შეესწორებინათ მიმდინარე კოდექსი, რათა კრიპტოვალუტა, Blockchain-ი და NFT-ი შტატისა და მუნიციპალიტეტების ავტორიზებული ინვესტიციების სიას დაემატოს.
კანონმდებლებმა კანონპროექტი 8 თებერვალს ფინანსური გზებისა და საშუალებების ქვეკომიტეს გადასცეს შემდგომი განხილვისათვის.
პაუელის მიერ შეშეთავაზებული კანონპროექტი მეორე იყო დღის განმავლობაში, რადგან მანამდე იმავე დღეს, მან ტენესის კანონმდებლებს სთხოვა განეხილათ სასწავლო კომიტეტის შექმნა, რომლის მიზანიც არის აშშ-ს ყველაზე წინდახედული და ბიზნესის მომხრე სახელმწიფოდ წარმოჩენა, რომელიც კრიპტოვალუტისა და Blockchain-ისთვის პოზიტიურ ეკონომიკურ გარემოს შექმნის.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საჭიროა შეიქმნას კომისა, რომლის თავმჯდომარეც, სავარაუდოდ, ამჟამინდელი საგადასახადო კომისარი, კარტერ ლოურენსი იქნება.
ასევე კომისიის წევრი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვისაც ციფრული ვალუტის სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.