ნიუ-იორკის კომერციული ბანკი მომხმარებლებს კრიპტო სერვისებს შესთავაზებს

0
976

Flushing Financial Corporation-ი, რომელიც არის ნიუ-იორკში დაფუძნებული Flushing Bank-ის მშობლიური კომპანია, ახლა თანამშრომლობს კრიპტო კომპანია New York Digital Investment Group-თან (NYDIG), რათა თავის მომხმარებელებს ბიტკოინის სერვისები შესთავაზოს.

ბანკი 1929 წელს დაარსდა და 2021 წელს მეოთხე კვარტალის ანგარიშის მიხედვით 8 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივი ჰქონდა, რაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარის შემოსავალს ნიშნავს.

განცხადების თანახმად, NYDIG-თან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებლებმა ბიტკოინით უსაფრთხოდ ივაჭრონ.

Flushing Bank-მა განაცხადა, რომ ის აპირებს ბიტკოინთან დაკავშირებული სერვისების გაშვებას. მალე კი დამატებით დეტალებს გამოაქვეყნებს.

NYDIG-ი მომხმარებლებისათვს ბიტკოინთან დაკავშირებული სერვისებისა და პროდუქტების შეუფერხებალ მიწოდებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება დეკემბერში უკვე მოიზიდა.

NYDIG-ის ინოვაციების მთავარმა დირექტორმა, პატრიკ სელსმა განაცხადა, რომ კომპანია დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ტრადიციულ ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობას.

პატრიკ სელსის თქმით, ის მზადაა მსოფლიოს აჩვენოს, რომ საბანკო საქმე ბიტკოინთან ერთად უკეთ მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი