არგენტინაში მაინერებს გადასახადის გადახდა მოუწევთ

0
1261

ჩინეთის მიერ მაინინგის აკრძალვამ მაინერები აიძულა, რომ მოეძებნათ სხვა ქვეყნები, სადაც თავიანთ საქმიანობას გააგრძელებენ.

მაინერების ნაწილისთვის შემცირებული ხარჯების დაპირებებმა არგენტინა მიმზიდველ ქვეყნად აქცია. თუმცა ქვეყნის მთავრობამ ახლა მაინერებისათვის გაზრდილი ტარიფები დააწესა.

არგენტინის ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკის სფეროს ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა რეზოლუცია 40/2022, რომელიც სამინისტროს მხრიდან კრიპტო მაინინგისათვის სუბსიდიების გამოყენებას გამორიცხავს.

ახალი ტარიფებით კი არგენტინაში მაინინგი ოთხჯერ უფრო ძვირი გახდა, ვიდრე ადრე იყო.

დადგენილების მიხედვით, მაინერების მიერ გამოყენებული საათობრივი და სეზონური ენერგია ინტენსიური და მუდმივია.

რეზულუციის მიხედვით, იმის გამო, რომ საქმიანობა მომგებიანია მაინერებმა გადასახდები უნდა გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კანადურმა ბიტკოინის მაინინგის კომპანიამ, Bitfarms-მა განაახლა გეგმა სამხრეთ ამერიკაში გაფართოების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ Bitfarms-ი არგენტინის რესურსებს მაინინგის ბიზნესისთვის ლეგალურად იყენებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი