ბიტკოინის კურსი რყევას განიცდის: 16 აპრილის მცირე მიმოხილვა

0
2441

გუშინ, 16 აპრილს კრიპტოვალუტის ბაზარმა არცთუ დიდი კრიზისი განიცადა. ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 8.000 დოლარზე ჩამოვიდა, ხოლო ეთერიუმის ფასი კი 500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

ბიტკოინის ფასი გასულ კვირას ნახევარ საათში 1000 დოლარით გაიზარდა. თუმცა, უცაბედი ზრდის შემდეგ ბიტკოინის კურსმა შედარებით სტაბილური ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა.

ამჟამად, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 7.944 დოლარია, რაც 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 5%-ით ფასის შემცირებას ნიშნავს.

ეთერიუმიც ბიტკოინის მსგავსად 24 საათიანი პერიოდში 5%-ით შემცირდა. ამჟამად, ეთერიუმის კურსი 500 დოლარზე ოდნავ ზევით, 503 დოლარზეა გაჩერებული.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის მთლიანმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 12 აპრილს ამ თვეში პირველად 300 მილიარდ დოლარას მიაღწია.

ამჟამად, coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, მთლიანი კაპიტალიზაცია 324 მილიარდს აჭარბებს.

ამ კვირაში კრიპტოვალუტის სივრცეში ინვესტორების მიერ გამოთქმული ზოგიერთი გაბედული პროგნოზის წყალობით კრიპტოვალუტის ფასმა მკვეთრად მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ ტექ-ინვესტორმა ტიმ დრაიპერმა განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი 2022 წლისთვის 250.000 დოლარი იქნება. დრაიპერის მოსაზრებას ინვესტორი ბრაიან კელიც ეთანხმება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი