ავსტრიის ციფრული და ეკონომიკური საკითხების მინისტრმა, მარგარეტ შრამბოეკმა განაცხადა, რომ Blockchain-თან დაკავშირებით რეგულირება ქვეყანას არ სჭირდება.
მარგარეტ შრამბოეკი ადრე ავსტრიის ფიქსირებული და მობილური ქსელის ოპერატორი A1 Telekom-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
Blockchain-თან მიმართებაში შესაბამისი რეგულაციების განვითარებაზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპას აქვს ძლიერი სურვილი ამ ტექნოლოგიების რეგულაციის. თუმცა, ამასთანავე, აღნიშნავს იმასაც, რომ იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც Blockchain-ის განვითარებას ხელს უწყობს ევროპის ქვეყნები არ შედის.
შეგახსენებთ, რომ მარგარეტ შრამბოეკი მხარს უჭერდა Blockchain-ის რეგულირებას. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, პოზიცია შეიცვალა.
რაც შეეხება კრიპტოვალუტას: ჯერ კიდევ შარშან ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს კრიპტოვალუტის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებასა და ქვეყნის ფინანსური დაზვერვის განყოფილებაში ისეთი გარიგებების გამომჟღავნებას, რომელიც 10.000 ევროს ან მეტს შეადგენდა.
მთავრობის მთავარ შეშფოთებას იწვევდა ფულის გათეთრებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენება. ამის პარალელურად, მთავრობას სურდა გააფართოვოს მეთვალყურეობა ტრადიციული ფინანსურ ოპერაციებზე, რომელშიც კრიპტოვალუტა მონაწილეობს.