ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისია Meta-ს სასამართლოში უჩივის

0
848

ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისია (ACCC) Meta Platforms, Inc.-ს ფედერალურ სასამართლოში იბარებს.

საქმე ეხება კომპანიის ირლანდიური ფილიალის ცრუ და შეცდომაში შემყვან კრიპტო რეკლამას.

ზოგიერთმა მომხმარებელმა დაკარგა ასობით ათასი დოლარი რეკლამასთან დაკავშირებული თაღლითობის გამო.

Meta-მ, ACCC-ის ყურადღება ამ წლის თებერვლიდან მიიპყრო, როდესაც კომისიამ განაცხადა, რომ სავარაუდო კრიპტო თაღლითურ სქემას იძიებდა, რაშიც კომპანია იყო ჩართული.

კრიპტო მაინინგით გამდიდრებულმა ავსტრალიელმა მილიარდელმა, ენდრიუ ფორესტმა ასევე წამოიწყო სამართლებრივი საქმე Meta-ს წინააღმდეგ, რადგან მათ პლატფორმაზე გავრცლეებულ კრიპტო რკლამებში მის სახელს მოტყუებით და უნებართვოდ იყენებდნენ.

ACCC-მ ხაზი გაუსვა დაუმტკიცებელ ან დამტკიცებულ თაღლითურ რეკლამებს, რომელშიც წარმოდგენილია ცნობილი ავსტრალიელები: მეწარმე დიკ სმიტი, ტელეწამყვანი დევიდ კოხი და NSW-ს ყოფილი პრემიერი მაიკ ბეირდი.

ACCC-ის თავმჯდომარემ, როდ სიმსმა განაცხადა, რომ Meta არის პასუხისმგებელი ამ რეკლამებზე, რომლებსაც ის აქვეყნებს თავის პლატფორმაზე. შედეგად კომპანია შემოსავალს დაუზუსტებელი ინფორმაციით იღებს, რაც კანონდარღვევაა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი