როტერდამის პორტმა Blockchain-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

    როტერდამის ნავსადგურმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჰოლანდიური Blockchain სტარტაპის CargoLedger-თან თანამშრომლობის შესახებ, რათა Blockchain-ი გამოიყენოს ტვირთვის გადაზიდვის კონტროლისთვის.

    ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ხარისხის კონტროლი და შექმნას გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემა ტვირთების მართვისა და გადაზიდვისთვის.

    Blockchain-ის სისტემა ჩაიწერს და დაამუშავებს გემიდან მონაცემებს, რაც როტერდამის პორტების მიმღებთა მიერ დასკანირებული იქნება, რათა მოხდეს ტვირთის პირობების დაუყოვნებლივ შეტყობინება. პირობებში იგულისხმება შენახვის ტემპერატურაც.

    როგორც კომპანიაში აცხადებენ, Blockchain-ის პოტენციალი პროდუქციის მიწოდება-დამტკიცების თვალსაზრისით, მონაცემების ეფექტურ დამუშავებას უზრუნველყოფს.

    შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, Deutsche Bahn-ის გლობალური სატრანსპორტო და ლოჯისტიკის განყოფილებამ განაცხადა, რომ პარტნიორობა დაიწყო Blockchain-ის სტარტაპ VeChain-თან.

    VeChain-ი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ აპლიკაციას, რომელსაც ლოჯისტიკის სფეროში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. აპლიკაცია პროდუქციის ხარსხის შემოწმებასა და მის შემდგომ ტრანპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *