Circle–ის გენერალური დირექტორი: ჩინეთის ცენტრალური ბანკი პროგრესულ ნაბიჯებს დგამს

0
492

Circle–ის გენერალური დირექტორის, ჯერემი ელაიერის განცხადების თანახმად, ჩინეთის მთავრობის ბრძანება ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან პროგრესული ნაბიჯია.

ჯერემი ელაიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას სხვა ბანკებისგან განსხვავებით ყველაზე პროგრესული იდეები აქვს.

მისი თქმით, ჩინეთის სახალხო ბანკი ერთადერთი გლობალური ცენტრალური ბანკია, რომელიც ციფრული ვალუტის გამოშვებაზე მუშაობს. ამასთანავე, ელაირი ხაზს უსვამს ბანკის სამომავლო პროექტებს, რომელიც ციფრული ვალუტის კვლევას ეხება.

Circle–ის გენერალურმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიოში სხვა არცერთ ცენტრალურ ბანკს არ აქვს მსგავსი პროექტი შემუშავებული.

მედიასთან საუბრის დროს ჯერემი ელაიერმა კიდევ უფრო გამოხატა ბანკის ციფრული ვალუტით აღფრთოვანება. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს დოლართან ბანკის ციფრული ვალუტის ურთიერთობას.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აღფრთოვანებულნი უნდა ვიყოთ იმით, თუ როგორ შევძლებთ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის აშშ-სთან სავაჭრო უერთიერთობების დროს გამოყენებას”,- განაცხადა Circle–ის გენერალურმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი