ბრაიან კელი: ბიტკოინის მომდევნო სამიზნე ფასი 6.000 დოლარია

0
846

ციფრული ვალუტის საინვესტიციო კომპანიის BKCM-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან კელიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის მომავალი სამიზნე ფასი 6.000 დოლარი იქნება.

CNBC-ისთან ინტერვიუს დროს კელიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სრულიად მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის პოზიცია 6.000 დოლარი გახდეს. ბრაიან კელის განცხადებით, ფასების ზრდა გუშინ ღამე დაიწყო. ბიტკოინის კურსი 15%-ით გაიზარდა.

ბრაიან კელის აზრით, ბიტკოინის ფასის ცვლილება გამოიწვია ინსტიტუციონალური ინვესტორების გააქტიურებამ.

ჯერ კიდევ ივნისში ბრაიან კელიმ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაშინდელი ბაზარი ბიტკოინისთვის დასასრულის მომასწავლებელი არ იყო.

CNBC-ის გადაცემა Fast Money-ში გაჟღერებული იყო მოსაზრება, რომ თუკი ბიტკოინის კურსი 6.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდებოდა ეს კრიპტოვალუტის აღსასრულის მომასწავლებელი იქნებოდა. თუმცა, ბრაინ კელი მაშინაც არ იზიარებდა ამ აზრს და აღნიშნავდა, რომ ბაზრის განწყობა ცვალებადი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ კელის ეს მოსაზრება გამართლდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასის ნიშნული 5.000 დოლარს უახლოვდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი