29 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
544

ორი დღეა ციფრული ვალუტის ბაზარი ზრდას განიცდის. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასმა საგრძნობლად მოიმატა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 11.217 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის ნიშნული 1.74%-ით არის მომატებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით ბიტკოინის კურსის მომდევნო დონე 12.000 დოლარი იქნება.

ამჟამად ბაზარზე ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 62.9%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 322 დოლარს შეადგენს. ექსპერტების პროგნოზით ციფრული ვალუტის მოსალოდნელი დონე 330 დოლარი იქნება.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 1.47%-ს შეადგენს.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის კურსმა შესაძლოა, 350 დოლარამდე მიაღწიოს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია 328 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი