21 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
961

ციფრული ვალუტის ბაზარი 21 აპრილის მონაცემებით შემცირებულია.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 4.17%-ით შემცირდა. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის კურსი 7.000 დოლარის ნიშნულის ქვემოთ მოექცა.

ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის კურსი 6.850 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ხუთშაბათს, 16 აპრილს ბიტკოინის ფასმა პირველად დასძლია 7.000 დოლარის ზღვარი. ამ დღეს ბიტკოინზე ვაჭრობა 7.116 დოლარზე დაიხურა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსმა 19 აპრილს მიაღწია უმაღლეს ნიშნულს, რა დროსაც დღის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 7.280 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 171 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა დაახლოებით 5.47%-ით დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 21 აპრილის დღის პირველი ნახევრის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 197.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი