კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2032

კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები მერყევი იყო.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსი 9.600-დან 9.900 დოლარს შორის მერყეობდა.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ფასის ზრდის შემთხვევაში შესაძლოა, კრიპტოვალუტის კურსმა 11.400 დოლარის ნიშნულს მიაღწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის ფასი დაეცემა მოსალოდნელი ნიშნული 9.097 დოლარი იქნება.

თუმცა ექსპერტები მაინც იმედოვნებენ, რომ ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარის ნიშნულს არ ჩამოსცდება და კრიპტოვალუტა 10.000-სა და 13.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ეთერიუმი

ამ კვირაში ეთერიუმის კურსი საკმაოდ მერყევი იყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 262-დან 273 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეთერიუმს აქვს შანსი, რომ ფასი 288 დოლარამდე გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინი ფასის ამ ნიშნულს დასძლევს მომდევნო სამიზნე დონე 318 დოლარი იქნება.

ექსპერტების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ეთერიუმის მოსალოდნელი დონე 235 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს აქტიურად ვაჭრობის დაწყებას მას შემდეგ ურჩევენ, რაც ალტკოინის ფასი 289 დოლარის ნიშნულს მიაღწევს.

რიპლი

23 თებერვალს რიპლის კურსი 0.28 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ალტკოინის სამიზნე ნიშნული 0.45 დოლარია.

თუკი კრიპტოვალუტა 0.34 დოლარზე ზემოთ დაფიქსირდება მომდევნო სამიზნე ფასი 0.40 დოლარი იქნება.

ამასთანავე, ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 0.26 დოლარამდე შემცირდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის მომატების დროს დაიწყონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი 400 დოლარის ნიშნულს უახლოვდება. ანალიტიკოსების თქმით, კრიპტოვალუტას შანსი აქვს, რომ პოზიციები გაამყაროს.

ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 390 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ლაიტკოინი

კრიპტოვალუტის ფასი 76 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, კრიპტოვალუტის კურსი მოსალოდნელია, რომ 80 დოლარამდე გაიზარდოს. 80 დოლარის შემდეგ კი ფასის გაზრდა 84 დოლარამდე არის შესაძლებელი.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურსი 62 დოლარამდე შემცირდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი