კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები სტაბილკოინის კვლევას აგრძელებენ

0
618

მსოფლიოს მთავრობები, რომლებიც ატლანტიკური საბჭოს სახელით ერთიანდებიან სტაბილკოინის კვლევისთვის უფრო და უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ.

საუბარია 81 ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაზე, რომელთაგან ხუთი უკვე ახორციელებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტს. ხუთივე ქვეყანა კარიბის ზღვის რეგიონიდანაა, ესენია: ბაჰამის კუნძულები, სენტ-კიტსი და ნევისი, ანტიგუა და ბარბუდა, სენტ-ლუსია და გრენადა, რომელთა ცენტრალური ბანკები ციფრული ფულის სისტემას უკვე იყენებენ.

მონაცემები აჩვენებს, რომ სტაბილკოინის კვლევა პილოტურ ეტაპზეა კიდევ 14 ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კორეასა და შვედეთში.

ამჟამად 83 ქვეყანაზე მიმდინარეობს დაკვირვება ამ კუთხით. ოთხ უმსხვილეს ცენტრალურ ბანკს შორის არიან: შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკი, ევროპის ცენტრალური ბანკი, იაპონიის ბანკი და ინგლისის ბანკი.

უნდა აღინიშნოს, რომ სტაბილკოინის კვლევის მხრივ ჩამოთვლილ ქვეყნებს აშშ ყველაზე მეტად “ჩამორჩება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი