ციფრული კომერციის პლატფორმის შეხვედრაზე ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტაზე ისაუბრეს

0
512

ციფრული კომერციის პლატფორმის მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კრიპტო საზოგადოების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. საუბარი ბანკის მიერ გამოსაშვებ ციფრულ ვალუტებს შეეხებოდა.

ერთ-ერთი სტუმარი ჯერიმ ელაიერი, Circle-ის დამფუძნებელი იყო. მისი თქმით, სულ ახლოს არის ის დრო, როდესაც ადამიანები ტრანზაქციების განხორციელების დროს სრულად უარყოფენ გადარიცხვის ტრადიციულ სისტემას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერემი ელაიერი Blockchain ტექნოლოგიის მიმართაც პოზიტიური დამოკიდებულებებით გამოირჩევა. “ეს არის ინტერნეტის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეცვლის ოპერაციულ სისტემებს.

ეს არის ინტერნეტის მომავალი და არამხოლოდ, ციფრული ოქრო”,- განაცხადა ელაიერმა ნიუ-იორკში, Delivering Alpha კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ვალტერ ჰესტერი. ის აქტიურად არის ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხში ჩართული.

მისი თქმით, ბანკის ციფრული ვალუტა ფასიანი ქაღალდების დარეგისტრირებასა და მოგვარებაში მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი