გაერო: ჩრდილოეთ კორეა კრიპტოვალუტით მითვისებულ თანხებს უკანონო საქმიანობისთვის იყენებს

0
889

გაერო ჩრდილოეთ კორეის ფინანსურ საშუალებებს აკვირდება. ამჯერად მათი გამოძიების საგანი კრიპტოვალუტა გახდა.

აღმოჩნდა რომ, შარშან, სექტემებერში განხორცილეებული ვაჭრობისას ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა 281 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს. დღეს კი ჩრდილოეთ კორეა ამ ფულს ბირთვული პროგრამების დასაფინანსებლად და სხვადასხვა ტიპის იარაღის ვაჭრობისთვის იყენებს.

გამოძიების წინასწარი ანგარიში კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამოუკიდებელი სანქციების დამკვირვებლების მიერ დაწერილი კონფიდენციალური მოხსენებიდან მიღებული დასკვნები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებისთვის ამხელს კავშირს ჩირდილოეთ კორეასა და დანაშაულებრივ ჰაკერულ ქსელს შორის.

Reuters–მა აღნიშნა, რომ გაეროს ანგარიში ადანაშაულებს ჩრდილოეთ კორეას მოპარული თანხების გამოყენებაში ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამების შექმნასა და საერთაშორისო სანქციების დარღვევაში.

მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში შეიცავს რამდენიმე კონკრეტულ დეტალს კრიპტო მონაცემების კომპანია Whale Alert–ის დამფუძნებელმა, ფრენკ ვან ვეერტმა ივარაუდა, რომ მოხსენება უნდა ეხებოდეს 2020 წლის სექტემბერში KuCoin–ზე განხორციელებულ თავდასხმას.

Chainalysis–ის მაშინდელი ანგარიშის თანახმად, KuCoin–მა 275 მილიონი დოლარი იზარალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი