ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის საპილოტე პროგრამა განხორციელდა

0
1182

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის საპილოტე პროგრამა განხორციელდა.

საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა 37 ბიზნეს-კომპანიამ მიიღო. მათ Blockchain-ის საშუალებით გარიგება აწარმოეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და ინდოეთში.

პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია.

ინტერვიუს დროს ინვესტორებმა აღნიშნეს, რომ საპილოტე პლატფორმამ მოახერხა კორპორატიული საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმება, საექსპორტო და ფინანსური სესხების აუთენთიფიკაცია და გადასახადის შეტანის ელექტრონული ფორმების მართვა.

ყველა ეს პროცედურა დაახლოებით 10 წუთში განხორციელდა.

დროის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ადრე ამ ტიპის სავაჭრო ოპერაციებს დაახლოებით 12 საათი სჭირდებოდა.

რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის მთავრობამ Blockchain კომპანიას დაფინანსება შეუწყვიტა. კომპანია სამედიცინო მიწოდების ექსპორტს იყო პასუხიმგებელი იმ ქვეყნებში, რომლებშიც COVID-19-ი ფართოდ არის გავრცელებული.

ადგილობრივი გაზეთის The Global Times-ის ცნობით, პეკინში დაფუძნებული კომპანია 15 აპრილს კომერციის სამინისტრომ შავ სიაში შეიტანა. შავ სიაში შეტანის მიზეზი უხარისხო პროდუქციის გაყიდვაა, რაც ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი