ჩინეთის არაკომერციული საარბიტრაჟო ორგანიზაცია: მთავრობის მიერ ბიტკოინის აკრძალვა უმნიშვნელო დეტალია

0
540

ჩინეთის არაკომერციული საარბიტრაჟო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში ბიტკოინთან დაკავშირებული საქმიანობა არ არის აკრძალული, რადგან კრიპტოვალუტა, როგორც ციფრული საქონელი ისე მოქმედებს.

პეკინის საარბიტრაჟო კომისიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჩინეთის მთავრობის მხრიდან ბიტკოინის აკრძალვა ისეთი უმნიშვნელო დეტალია, თუმცა სექტორის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მთავრობა ბიტკოინს, როგორც ფულს ისე არ განიხილავს.

ივლისის დასაწყისში ჩინეთის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტა ციფრული კაპიტალის ბაზრის ნაწილი აუცილებლად იქნება.

ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ქსიაო გენგიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია “ემუქრება”. ამიტომ საჭიროა სწორი რეგულაციების შემოღება, რათა ეკონომიკა განვითარდეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კი ყოფილი თავმჯდომარის თქმით, გადაუდებელი აუცილებლობაა ციფრული რეფორმის გატარება:

”ციფრული კაპიტალის ბაზრის განვითარება ორგანიზაციული ცვლილების პრობლემის წინაშე დგას. ყველაზე ტიპური, მაგალითად კრიპტოვალუტის საკითხია. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ასეთ ორგანიზაციულ ცვლილებებს ასევე პრობლემაა, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი