კვლევის თანახმად, ჩილეში გამოკითხული მოქალაქეებიდან 39%-ს სმენია კრიპტოვალუტის შესახებ

0
1614

ჩილეში ჩატარებული პირველი ფინანსური ცოდნის ინდექსის შედეგები ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა მხოლოდ 39%-ს აქვს ინფორმაცია კრიპტოვალუტის შესახებ.

კომპანია Cadem-მა, რომელმაც კვლევა ჩაატარა გამოიკითხა თითქმის 15 ათასი ადამიანი ჩილეს სხვადასხვა რეგიონში. კითხვარში ცალკე აღნიშნული იყო კრიპტოვალუტის შესახებ შეკითხვები.

გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ ჩილეში მამაკაცები უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ კრიპტოვალუტის შესახებ, ვიდრე ქალები. ბიტკოინის შესახებ 51% ჩილელი მამაკისთვის არის ცნობილი, ხოლო რაც შეეხებათ ქალებს: ჩილელი ქალბატონების 27% ფლობს ინფორმაციას ბიტკოინის შესახებ.

რაც შეეხებათ 18-დან 34 წლამდე ჩილელ ახალგაზრდებს, მათ უფრო მეტი იციან კრიპტოვალუტის შესახებ, ვიდრე ხანდაზმულმა ადამიანებმა. ეკონომიკური პოზიციის თვალსაზრისით, მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს ჰქონდთ გაცილებით მეტი ინფორმაცია კრიპტოვალუტის შესახებ.

ზოგადი ფინანსური განათლების ფარგლებში, ჩილეში ეკონომიკური ცოდნის დონე არცთუ მაღალია. გამოკითვის მიხედვით, მოქალაქეები ბანკებისა და სადაზღვეო კომპანიების შესახებ იყვნენ ყველაზე კარგად ინფორმირებულები.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი გამოკითხვა იაპონიაშიც ჩატარდა, სადაც გამოკითხული მოქალაქეებიდან მეოთხედზე მეტმა ადამიანმა აღნიშნა, რომ არამხოლოდ სმენია ციფრული ვალუტის შესახებ, არამედ ცხოვრების მანძილზე პირველი ინვესტიცია სწორედ კრიპტოვალუტაში განახორციელა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი