Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი: სტაბილკოინი ბიტკოინისთვის შესაძლოა, საფრთხედ იქცეს

0
757

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩენგპენგ ზაომ განაცხადა, რომ ბიტკოინი შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ უფრო მოწინავე ვალუტა შეიქმნება.

აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, რომელიც საკმარისად კარგად არის შემუშავებული, შეიძლება საფრთხე გახდეს ბიტკოინისთვის.

Fortune-სთან ინტერვიუს დროს ჩენგპენგ ზაომ აღნიშნა: “ნებისმიერი Blockchain-ი ან ციფრული ვალუტა ზოგადად კარგი იქნება ინდუსტრიისთვის, რადგან ეს ლეგიტიმაციას უწევს ციფრულ აქტივებს და ზრდის ცნობადობას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის, ქვეყნებს შორის არსებობს პაექრობა, სტაბილკოინების უმეტესობა თავდაპირველად უფრო შეზღუდული იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში განვითარდება”.

კითხვაზე, თუ რა საფრთხე ემუქრება ბიტკოინს, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ ძალიან ცოტა სტაბილკოინს ექნება იგივე “თავისუფლება”, როგორც ბიტკოინს. მისი თქმით, სტაბილკოინები ძალიან ცენტრალიზებული და კონტროლირებადი იქნება.

”თუ არსებობს მთავრობა, რომელიც კიდევ ერთ კრიპტოვალუტას შექმნის, რომელიც კიდევ უფრო “ღია” და “თავისუფალი” იქნება, ის ბიტკოინს კონკურენციას გაუწევს, მაგრამ ასეთი ვალუტა ინდუსტრიის განვითარებაზე პოზიტიურად იმოქმედებს”,- აღნიშნა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი