კარდანოს თანადამფუძნებელი: Wall Street-ის შესვლა კრიპტო სფეროში ტრილიონი დოლარის მოგებას მოიტანს

    ჩარლზ ჰოსკინსონმა, რომელიც კარდანოს თანადამფუძნებელია Twitter-ზე დაპოსტა, რომ Wall Street-ის შესვლა კრიპტოვალუტის სფეროში სექტორს ტრილიონობით დოლარის მიგებას მოუტანს.

    Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, კარდანო, ამჟამად, მე-8 ადგილზეა. ამ ეტაპზე კი, კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია დაახლოებით, 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    როდესაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰოსკინსონს კომენტარებში დაუწერა თუ რას ნიშნავდა “კრიპტოვალუტის საზოგადოების აშენება” ჩარლზ ჰოსკინსონმა უპასუხა, რომ ეს ნიშნავს ახალ სამყაროში შესვლას.

    მაისის შუა რიცხვებში, Coinbase- მა გამოუშვა ახალი პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ინსტიტუციონალური ინვესტორების მოსაზიდად. პროდუქტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას Coinbase-ის წარმომადგენელმა იქვე აღნიშნა, რომ Wall Street-ს ბაზარზე შესვლის პოტენციალი ჰქონდა.

    Wall Street-ის კრიპტოვალუტით დაინტერესებაზე დენ მორჰედი, Pantera Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯერ კიდევ აპრილში საუბრობდა. მან თქვა, რომ Wall Street-ის მზარდი ინტერესი გამო, კრიპტოვალუტის ბაზარი შესაძლოა, 40 ტრილიონამდე გაზრდილიყო.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *