შვეიცარია ICO-ს რეგულაციას დაუწესებს

0
559

შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო განყოფილებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ICO, პირველადი მონეტარულ შეთავაზება გარკვეულ რეგულაციებს დაემორჩილება.

“ჩვენი დაბალანსებული მიდგომა ICO-ს პროექტების მიმართ ინვესტორებს საშუალებას მისცემს რეგულაციის პირობებში ოპერაციები ჩვეულებრივად განახორციელონ. მათი ქმედებები ჩვენს კანონებთან იქნება თავსებადი და შესაბამისად, ფინანსურ სისიტემაში ინტეგრირებული”.-აღნიშნულია ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო განყოფილების პრეს-რელიზში.

ICO-ს რეგულაცია შვეიცარიაში მომხდარი თაღლითური ინციდენტების მზარდი რაოდენობით აიხსნება. როგორც ქვეყნის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო განყოფილება მიიჩნევს, რეგულაცია ინვესტორებისთვის რისკებს შეამცირებს. ხოლო, რაც შეეხება რეგულაციის ფორმას ამის თაობაზე, კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ბაზრის სამეთვალყურეო განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ICO-სთან დაკავშირებით, რაიმე სახის სპეციფიკური რეგულაცია ან “თანმიმდევრული იურიდიული დოქტრინა” არ არსებობს.

როგორც, პრეს-რელიზშია აღნიშნული მომავალში ICO სამ კატეგორიად დაიყოფა. პირველი კატეგორია ICO-ს გადახდის საშუალებად გამოყენებას გულისხმობს, ICO ასევე იარსებებს ე.წ. უტილიტარული მოხმარებისათვის და მესამე კატეგორია ICO-ს, როგორც ციფრულ აქტივს ისე, განიხილავს.

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს Blockchain-ის მიმართ. ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო განყოფილების პრეს-რელიზში ICO-ს რისკებთან ერთად აღნიშნულია Blockchain ტექნოლოგიით შექმნილი კონტრაქტები, რომელიც “გაურკვეველი სამართლებრივი ხასიათის” კონტრაქტებად არის მოხსენიებული.

შეგახსენებთ, რომ ICO-ს რეგულაცია გლობალური მასშტაბით სხვადასხვაგვარი იყო. თუ, ჩინეთმა პირველადი მონეტარული შეთავაზება 2017 წელს აკრძალა, ზუსტად იმავე პერიოდში, სინაგაპური და ავსტრალია ICO-ს მხარს უჭერდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი