გასულ წელს შვეიცარიის fintech-ის ბაზარი 62%-ით გაიზარდა

0
538

შვეიცარული fintech ბაზარი 2018 წელს 62%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ კვლევის ჩატარების შემდეგ გახდა ცნობილი.

Lucerne University-მ სიღრმისეული კლვევა ჩაატარა შვეიცარიის fintech ბაზართან დაკავშირებით. ანგარიშის თანახმად, გლობალური მასშტაბით ციურიხი და ჟენევა კვლავ მეორე და მესამე ადგილზე არიან.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შვეიცარიაში 2018 წელს 356 კომპანია ოპერირებდა, ერთი წლის წინ კი 220. უფრო ზუსტად, 356 კომპანიიდან 122 არის განაწილებული ლეჯერი ტექნოლოგია, 66 საინვესტიციო ფირმა, 56 საბანკო ინფრასტრუქტურა, 42 დეპოზიტზე და დაკრედიტებაზე ორიენტირებული სისტემა, 36 გადახდის სისტემა და 34 ანალიტიკური მიმართულებებით ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა Fintech-ისა და Blockchain ტექნოლოგიის შესწავლა გადაწყვიტა.

“ჩვენი წინა შეხვედრის დროს, ჩვენ და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად შევიმუშავეთ ინიციატივა, რომელიც fintech-თან დაკავშირებულ პოლიტიკას ეხებოდა”,- განაცხადა ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა fintech-ის სფეროში მიმდინარე ღონისძიება და ამას კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი