შვეიცარიის მარეგულირებელი Blockchain-ისა და კრიპტო ინდუსტრიის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი

0
702

შვეიცარიის ფინანსური ბაზრის საზედამხედველო ორგანომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ბოლო დროს ხშირად დაფიქსირდა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.

ყოველწლიურად ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო რისკების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. 10 დეკემბერს მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვეიცარიაში Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მიმართ მოქალაქეების ინტერესი გაზრდილია.

თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ მსგავსი ინტერესი ფულის გათეთრების საშიშროებას ზრდის.

“ფულის გათეთრების ტრადიციული საშუალებების გარდა, ფინანსურ ინდუსტრიას Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის მხრიდან შესაძლოა, ახალი საფრთხე ემუქრებოდეს”,- ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ყველაზე მსხვილი საწარმოების თვითრეგულირების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შვეიცარიის კომპანიების გარკვეულ ნაწილს კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნლოგიასთან აქვს კავშირი.

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ასეთი კომპანიების რაოდენობა 88-ს შეადგენს.

შვეიცარიის ფინანსური მომსახურების სტანდარტების ასოციაციამ განაცხადა, რომ მისი წევრების 7% დაკავშირებულია კრიპტო-ბიზნესთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი