შვეიცარიის ერთ-ერთი ქალაქი კრიპტოვალუტის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილად დასახელდა

0
614

შვეიცარიის ქალაქი ცუგი, კრისტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის განვითარების ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დასახელდა. შვეიცარიის “კრიპტო ჰაბი” ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური ტერიტორიაა.

ამის შესახებ შვეიცარული მედია იუწყება.

ლონდონის ტექნოლოგიების საინვესტიციო ფირმა Atomico-ის ბოლო ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ცუგი ტექნოლოგიური ღონისძიებების მხრივ ლიდერია. გასული წლის მონაცემებთან შედარებით 177%-ით გაიზარდა კრიპტო-ივენთებში ადამიანების მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებელი.

შვეიცარიასთან ერთად startupticker.ch-ის ათეულში მოხვდა ბელგია, გერმანია, პოლონეთი რუსეთი და ჰოლანდია. დიდმა ბრიტანეთმა კი მე-10 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ჩატარებული კვლევების მიხედვით, შვეიცარიამ ICO-ს განვითარების კუთხით მეორე ადგილი დაიკავა. კერძო ბანკი Maerki Baumann-ი კი რიგით მეორე შვეიცარიული ბანკი გახდა, რომელიც კრიპტოვალუტის მიღებას დაეთანხმა.

კერძოდ, ციურიხის ბანკმა გადაწყვიტა მიიღოს კრიპტო აქტივები, როგორც მომსახურებაზე გადახდის საშუალება. ბანკი ასევე იზრუნებს კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაზე.

ამასთანავე, 2 თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი SEBA Crypto AG-ი 100 მილიონი შვეიცარული ფრანკის ოდენობის ინვესტიციას კრიპტო სფეროში განახორციელებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი