შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი ციფრული ვალუტის სექტორში მუშაობს

0
584

შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი კანონის მიმართ უნიკალურ დამოკიდებულებაზე საუბრობს, რაც შვეიცარიას კრიპტოვალუტის ცენტრად აქცევს.

იოჰან შნაიდერ-ამანი, რომელიც 2016 წელს შვეიცარიის პრეზიდენტი იყო, Crypto Valley Venture Capital-ის საბჭოს შეუერთდა.

მედიასთან საუბრისას ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, Blockchain ტექნოლოგია შვეიცარიის მომავლის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

”მე მოხიბლული ვარ ამ ახალი ტექნოლოგიის პოტენციალით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს შვეიცარიას უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, რათა ქვეყანა მომავლის ტექნოლოგიაში ლიდერი გახდეს”,- განაცხადა იოჰან შნაიდერ-ამანმა.

ხელსაყრელმა კანონმდებლობამ და ინოვაციამ შვეიცარია Blockchain ტექნოლოგიისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.

თუმცა პანდემიის ფონზე ადგილობრივი ციფრული ვალუტის ბიზნესიც რისკის ქვეშ დადგა. საქმე ძირითადად ეხება დამწყებ კომპანიებსა და სტარტაპებს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ტიპის კომპანიებს არ აქვთ ისეთი ოდენობის მატერიალური სახსრები, რომლითაც მუშაობის გაგრძელებას მომდევნო 12 თვე შეძლებენ.

crypto valley-ს მიზანს კი ასეთი კომპანიების დახმარება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე სტარტაპების განვითარება შეფერხდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი