შვედეთი ციფრული კრონის საპილოტე ვერსიას 2022 წლამდე შეიმუშავებს

0
760

შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა, ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ მან გააფართოვა მიმდინარე საპილოტე პროგრამა, რომლის მიზანია შვედური კრონის ციფრული ვერსიის შექმნა. ციფრული ვერსიის საპილოტე მოდელი 2022 წლამდე უნდა შეიქმნას.

აღსანიშნავია რომ, პროფესიონალური მომსახურების კომპანია, Accenture-თან ერთად შეიქმნა e-krona-ს საპილოტე პროგრამა.

”Riksbank-ი ხედავს პოტენციურ პრობლემებს ფულადი სახსრების მარგინალიზაციასთან დაკავშირებით და ამიტომ წამოაყენა საპილოტო პროექტი, რომელიც შეიმუშავებს წინადადებას ტექნიკური გადაწყვეტისთვის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის, ელექტრონული კრონისთვის, რომელიც შეიძლება მუშაობდეს როგორც ნაღდი ფულის დამატება”,-აღნიშნულია განცხადებაში.

2020 წლის ზაფხულში შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ბანკის მიერ შექმნილ ციფრული ვალუტას ეხებოდა.

თითქმის 100-გვერდიან დოკუმენტში 2020 წლის ეკონომიკური მიმოხილვაა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე დიდი ხანია მუშაობდა.

განცხადებაში ასევე საუბარი იყო ციფრული ვალუტის გამოშვების აუცილებლობაზე, კონკურენციასა და სხვა ასპექტებზე. ცენტრალური ბანკის მიერ გაკეთებული განცხადება Blockchain ტექნოლოგიასაც შეეხებოდა. მოხსენება ციფრული ვალუტის უსაფრთხოების სისტემასა და თაღლითურ გარიგებებზეც ამახვილებდა ყურადღებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი