ყაზახეთის პრეზიდენტი კრიპტოვალუტის გლობალური რეგულაციის მომხრეა

0
2797

ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კრიპტოვალუტის რეგულირების გლობალური თანამშრომლობის იდეით გამოდის.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება ავრცელებს.

2018 წლის გლობალური გამოწვევების სამიტის პლენარულ სხდომაზე ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ქვეყნების უმეტესობა აქტიურად განიხილავს ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტის ადაპტირებას.

“ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ ამ საკითხში ცალკეულ სახელმწიფოების მოქმედებას. ეს განსხვავებული ქმედებები გამოიწვევს არაეფექტურობას. აუცილებელია საერთო წესების შემუშავება”,- დასძინა იქვე პრეზიდენტმა.

ყაზახეთმა უკვე დაამტკიცა, რომ დაინტერესებულია კრიპტოვალუტის სფეროთი. მარტში საძიებო სისტემა Yandex- ის მიერ ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ყაზახეთში 218 წელს გაცილებით მეტჯერ მოძებნეს საძიებო სისტემაში კრიპტოუვალუტასთან დაკავშირებული ტერმინები.

შეგახსენებთ, რომ გასულ შემოდგომაზე, ყაზახეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ინციატივას ყაზახური ციფრული აქტივების ბაზრის განვითარების მიზნით.

ასევე, შემოდგომაზე, ყაზახეთში Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის ასოციაციამ მიიღო სახელმწიფო ლიცენზირება, რათა გახდეს იურიდიული პირი და დაიწყოს ოფიციალური საქმიანობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი