22 მაისის ფასების მცირე მიმოხილვა

0
943

22 მაისს კრიპტოვალუტების კურსი კიდევ უფრო შემცირდა. ბიტკოინი 8.500 დოლარის ნიშნულზე ბევრად ქვევით ჩამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინმა 8.500 დოლარის მაჩვენებელი ვერ შეინარჩუნა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტა 8.000 დოლარის ნიშნულის შენარჩუნებას შეძლებს.

კრიპტოვალუტის ბაზრის მიმოხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ექვსი კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 7.800-სა და 10.000-ს დოლარს შორის მერყეობდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 8.095 დოლარია. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტა 4.25%-ით შემცირდა.

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსმაც დაიკლო. ეთერიუმის ფასი 6%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 653 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.

რაც შეეხება ალტკოინებს: ლაიტკოინი 24 საათის განმავლობაში 3.74%-თ შემცირდა. ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტის ღირებულება 129 დოლარს შეადგენს.

ბიტკოინ Cash-მა 24 საათის განმავლობაში დაკარგა 7.48% და 1.145 დოლარამდე დაეცა.

რიპლის კურსმაც დაიწია. 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 3.24%-ით შემცირდა. რიპლის ამჟამინდელი ღირებულება კი, 0.65 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი