კრიპტოვალუტის კურსი შემცირებას განაგრძობს

    ბიტკოინის ფასი დაახლოებით, 10%-ით შემცირდა.

    Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, ბიტკოინის კურსმა 14 მაისს დაახლოებით, 8.726 დოლარის ნიშნულს მიაღწია. გუშინდელი მონაცემებით კი, ფასი 8.310 დოლარზე ჩამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, კლების ტენდენციის დროს ჯამში ბიტკოინი დაახლოებით, 10%-ით შემცირდა.

    პოპულარულმა კრიპტოვალუტის კომენტატორმა არმინ ვენმა ნიუ-იორკში გამართულ კონსესუსის კონფერენციასთან დაკაშირებით, სადაც ბიტკოინის ფასის საკითხებზე მსჯელობდნენ, აღნიშნა, რომ აღნიშნული კონფერენცია ბიტკოინისა და ალტკოინების ფასის ზრდას ვერ უზრუნველყოფდა.

    კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10%-ით, ხოლო ალტკოინების 12.8%-ით შემცირდა.

    საბაზრო კაპიტალიზაცია ამ კვირაში დაახლოებით, 56 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ კვირაში კაპიტალიზაცია 438-დან 382 მილიარდ დოლარზე ჩამოვიდა.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად დაიკლო ეთერიუმის კურსმაც. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1%-ით შემცირდა. კვირის განმვალობაში კი ეთერიუმმა 700 დოლარის ნიშნული დაკარგა.

    Coinmarketcap-ის მონაცემების თანახამად, ბოლო 24 საათში ტოპ 10 ალტკოინის კურსი, თითქმის, არ გაზრდილა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *