8 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1087

ბიტკოინის ფასი ბოლო ორი დღის განმავლობაში შემცირებას განიცდის. უფრო მეტიც, კრიპტოვალუტის კურსი მკვეთრად არის შემცირებული. მაგალითად, ბიტკოინი 7 აგვისტოს 7.000 დოლარის ფარგლებში მერყობდა, ხოლო 8 აგვისტოს 7.000 დოლარის დონეს ჩამოსცდა და 6.200 დოლარის ფარგლებში აღმოჩნდა.

როგორც გაირკვა, 8 აგვისტოს ბიტკოინის კურსი 8.5%-ით შემცირდა.

ბიტკოინის მსგავსად ყველა ალტკოინი ამ კვირაში ფასის კლებას განიცდის. ეთერიუმის კურსი 10%-ით დაეცა. კრიპტოვალუტის ღირებულება 8 აგვისტოს 351 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეთერიუმის კურსის თვიური შემცირება კი 35%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებელი ეთერიუმს 2018 წლის აპრილში ჰქონდა, როდესაც კურსის მაჩვენებელი 366 დოლარზე ფიქსირდებოდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 8 აგვისტოს კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიაცია 229 მილიონ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით იგივე მაჩვნებელი იყო 2017 წლის ნოემბერშიც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი