სენატორი უორენ დევიდსონი კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ კანონპროექტს ამზადებს

0
551

სენატორმა უორენ დევიდსონმა განაცხადა, რომ ის მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც სრულად დაარეგულირებს კრიპტოვალუტასა და პირველად მონეტარულ შეთავაზებას.

ამის შესახებ ინფორმაციას Cleveland.com ავრცელებს.

Cleveland.com-ის ინფორმაციით, დევიდსონი კონფერენციაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი კანონპროექტის მიხედვით, კრიპტოვალუტა და ICO უნდა განიხილებოდეს, როგორც “აქტივების კლასი” და არა, როგორც ფასიანი ქაღალდები.

დევიდსონის კანონპროექტი აშშ-ს კრიპტოვალუტის რეგულაციას უფრო მეტ სიცხადეს შესძენს. ამჟამად, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოები განსხვავებულად ადგენენ მარეგულირებელ წესებს.

რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის პოზიციას, უწყება აცხადებს, რომ ციფრული ვალუტების უმეტესობა ფასიანი ქაღალდია.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ვაშინგტონში კრიპტოვალუტის რეგულაციის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გაიმართა. დისკუსიაზე მთავარი მომხსენებელი სწორედ უორენ დევიდსონი იყო.

ამასთანავე, ნოემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონგრესმენი უორენ დევიდსონი ICO-ს შესახებ კანონპროექტს ამზადებდა. რესპუბლიკელი კონგრსმენის აზრით, საჭირო იყო ICO-ს განხილვა, როგორც პროდუქტის და არა, როგორც ფასიანი ქაღალდის.

თუკი ეს კანონპროექტი დამტკიცდება მაშინ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისია ვალდებული აღარ იქნება ICO-ს და კრიპტოვალუტას ზედამხედველობა გაუწიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი