უკრაინის ფინანსთა სამინისტრო კრიპტოვალუტის შესახებ სამუშაო ჯგუფს ქმნის

0
899

უკრაინის ფინანსთა სამინისტრო სამუშაო ჯგუფს ქმნის, რათა განიხილოს და განავითაროს იურიდიული მარეგულირებელი სტრუქტურა კრიპტოვალუტის დაბეგვრასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

16 ოქტომბრიდან ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, რათა არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში შეიქმნას საგადასახადო რეგულირების ვარიანტები. ექსპერტთა ჯგუფი ასევე განსაზღვრავს შესაძლო შემთხვევებს, რომელშიც საჭირო იქნება ახალი ან შესწორებული კანონების მიღება.

2018 წლის ბოლოსთვის ჯგუფი დასკვნას ექსპერტთა საბჭოს წარუდგენს.

სექტემბრის შუა რიცხვებში უკრაინის პარლამენტში კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა. პროექტის მიხედვით, კრიპტოვალუტის დაბეგვრა 5%-ით იყო განსაზღვრული, როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისთვის.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ახალი ძალების ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრმა იური დერევანკომ რადაში ალტერნატიული კანონპროექტი წარადგინა. დერევანკოს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ციფრული ვალუტის დაბეგვრის გაუქმებას 2030 წლამდე გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი