ტომ ლი: 2020 წელს კრიპტოვალუტის ფასები ახალ სიმაღლეებს მიაღწევს

0
646

Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა ტომ ლიმ განაცხადა, რომ 2020 წელს კრიპტოვალუტის ფასები ახალ სიმაღლეებს მიაღწევს.

ამის შესახებ ტომ ლიმ CNBC-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა.

ინტერვიუში ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინი ზრდას ამ წლიდან დაიწყებს და 2020 წელს უმაღლეს დონეზე დაფიქსირდება.

“მე ვფიქრობ, რომ თქვენ კარგად ხედავთ ნიშნებს, თუ როგორ უმჯობესდება ციფრული ვალუტის ინდუსტრია. ეს არის რეალური საქმე. ბიტკოინის ფასი ნელ-ნელა მომატებას დაიწყებს და 14.000 დოლარის ნიშნულს მიაღწევს”,-განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი მკვეთრ ცვლილებას ზაფხულში დაიწყებდა.

“თუკი ბიტკოინის კურსი 4.000 დოლარზე მაღლა აღმოჩნდება ეს აუცილებლად ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში მოხდება. ბიტკოინის ფასი აუცილებლად გაიზრდება, თუმცა მას ამისთვის 4-5 თვე სჭირდება”, -აღნიშნა Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ტომ ლიმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასს აქვს 150.000 დოლარამდე გაზრდის პოტენციალი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი