ტომ ლი: კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებაზე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციაც მოქმედებს

0
736

ანალიტიკოსი ტომ ლი კვლავ განაგრძობს კრიპტოვალუტის ფასების მიმართ პოზიტიური პროგნოზის გაკეთებას და აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის კრიპტოვალუტების კურსი უმაღლეს დონეებს მიაღწევს.

ამის შესახებ მან CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

Fundstrat Global Advisors-ის კვლევების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის ისევ იმ აზრზე რჩება, რომლის მიხედვითაც ბიტკოინის ფასი წლის ბოლოსთვის 25.000 დოლარს მიაღწევს.

ტომ ლი ამ ვარაუდს ბიტკოინისა და BlackRock-ის ფასების ურთიერთქმედების გამო გამოთქვამს. ტომ ლის თქმით, მნიშვნელოვანი ურთერთქმედება იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ბაზარის არსებობა, როგორც ბიტკოინისა ასევე ფონდების, რომლებიც კრიპტო ინვესტირებას განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების კომპანიებში ახდენენ პარალელური მოვლენებია.

ბოლო დროს ბიტკოინის მოთხოვნის შემცირება განვითარებადი ქვეყნების კომპანიებში ინვესტიციების ჩადების შემცირებამაც განაპირობა.

როგორც ტომ ლი მიიჩნევს, განვითარებადი ეკონომის მქონე ქვეყნების ბაზრების ცვლილება ბიტკოინიზეც მოქმედებს.

“სანამ განვითარებად ბაზრებზე დაიწყება ინვესტიციების ჩადება, მე ვფიქრობ, რომ გარკვეული თვალსაზრისით, ორივე ბაზარი მეტნაკლებად დარეგულირდება”,- აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ამასთანავე, ინტერვიუში ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბიტკოინისა და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის ბაზრები ცვალებადია. ამაზე კი აშშ-სა და სხვა განვითარებული ქვეყნების მარეგულირებლის პოზიცია მნიშვნელოვნად მოქმედებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი