ტომ ლი: მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი საგრძნობლად გაიზრდება

0
696

Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელი, ტომ ლი აცხადებს, რომ მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასი მკვეთრად მოიმატებს.

ტომ ლის მოსაზრებით ბიტკოინის მოგება 200%-მდე გაიზრდება. მისი აზრით, ინვესტორები ბიტკოინის მიმართ კვლავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ამიტომ ანალიტიკოსის მოსაზრებით კურსის მატება გარდაუვალია.

რამდენიმე თვის წინ მედიასთან საუბრის დროს ციფრული ვალუტის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ინვესტორებისთვის ნამდვილი უსაფრთხო თავშესაფარი გახდებოდა.

“დიახ, ბაზარზე ამას ნამდვილად დაინახავთ. ბიტკოინი არის ის ციფრული ვალუტა, რომლითაც ინსტიტუციონალური ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ”,- განაცხადა ტომ ლიმ.

CNBC-სთან ინტერვიუს დროს, ტომ ლიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიტკოინი ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტის სტატუსს ინარჩუნებდა.

თუმცა ტომ ლი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა სულ მალე ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 9.700 დოლარისა 9.800 დოლარის შუალედში მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი