ტიმ დრეიპერი: ოთხ წელიწადში ბიტკოინი მსოფლიო ბაზრის 5%-ს დაიკავებს

0
1801

ტექ.-ინვესტორის, ტიმ დრეიპერის პროგნოზით, 2023 წლისთვის ბიტკოინს მსოფლიო ბაზრის 5%-იანი წილი ექნება.

აღნიშნული განცხადება ტიმ დრეიპერმა Fox Business-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ლას-ვეგასში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დრეიპერმა ასევე აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზრდებოდა.

“ბიტკოინის ფასი გაარგძელებს ზრდას. ოთხ წელიწადში კი ის მნიშვნელოვან სიმაღლეებს დაიპყრობს. ეს უკეთესი ვალუტაა, რადგან დენცენტრალიზირებული, ღია და გამჭვირვალეა”,- განაცხადა ტიმ დრეიპერმა.

ტიმ დრეიპერი ბიტკოინის მიმართ პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. ტექ.-ინვესტორი ჯერ კიდევ 2018 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონს მიაღწევდა.

“მე ვფიქრობ, რომ კრიპტოვალუტის სფერო მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ინტერნეტის ქსელში გაშვების შემდეგ ინდუსტრიებმა 10-100 მილიარდი დოლარის მოგება ნახეს, კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მოგება კი ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ციფრული ვალუტა იქნება ყველგან: ფინანსურ სექტორში, ჯანდაცვის სფეროში, სამთავრობო უწყებებსა და სადაზღვეო სისტემაში”,- აცხადებდა ტიმ დრეიპერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი