ტექსასში მოსახლეობის 37%-ს კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდა სურს

0
567

ტექსასში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 37%-ს კრიპტოვალუტით გადასახადების გადახდა სურს.

Newsweek–ის ახალი გამოკითხვა აჩვენებს, რომ 10,8 მილიონმა ტექსასელმა შესაძლოა, მხარი დაუჭიროს კანონმდებლობას, რომელიც კრიპტოვალუტას მომდევნო არჩევნებისთვის ლეგალურს გახდის.

Newsweek–ის გამოკითხვამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 9700–ზე მეტმა ამომრჩეველმა, აღინიშნა, რომ ტექსასის შტატის მაცხოვრებლების 37% კრიპტოვალუტის ლეგალიზებას ხმას მისცემს.

მსგავსი სიტუაციაა ვაიომინგის შტატშიც იყო, სადაც ციფრულ ვალუტას დღეს უკვე მხარს უჭერენ.

2021 წლის მონაცემებით, შტატში 29 მილიონი მოსახლეა, რომელთაგან მინიმუმ 10 მილიონი მხარს დაუჭერს კრიპტოვალუტის ლეგალიზებას.

რამდენიმე კვირის წინ კომერციული კანონის თანახმად, ტექსასში ბიტკოინმა კომერციული სტატუსი შეიძინა.

“კრიპტოვალუტის სექტორისთვის ზოგადად ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ტექსასი გახდა აშშ-ის მეოთხე შტატი, ვაიომინგის, როდ აილენდისა და ნებრასკის შემდეგ, სადაც ბიტკოინმა კომერციული სტატუსი იურიდიულად შეიძინა”,- აღნიშნა ტექსასის Blockchain საბჭოს პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი