ტაილანდის მარეგულირებელი ციფრული აქტივების რეგულაციაზე მუშაობს

0
1014

ტაილანდის საფონდო ბირჟა ციფრული აქტივების რეგულაციას გეგმავს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო The Bangkok Post-ი იტყობინება.

საფონდო ბირჟის მმართველი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარისა და ქვეყნის ფასიანი ქაღალდების კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარის მოხსენების შედეგად გამოვლინდა, რომ ეროვნული საფონდო ბირჟა წლის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბირჟებს ლიცენზიას მიანიჭებს.

“ამჟამად, ფასიანი ქაღალდების კომპანიები საფონდო ბირჟისგან ლიცენზიის მიღებას ელოდებიან. ამასთანავე, ციფრული აქტივების მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება”,- განაცხადა საფონდო ბირჟის მმართველი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ.

ტაილანდური კრიპტოვალუტის ბირჟის Bitkub-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯაირათ სრუპსრაისოპამ აღნიშნა, რომ კრიპტობირჟა ტაილანდის საფონდო ბირჟასთან ითანამშრომლებს და მერეგულირებლის მოთხოვნებს სრულად შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ 10 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაილანდის ფინანსთა სამინისტრომ ციფრული ვალუტების ოთხ კომპანიას ლიცენზია მიანიჭა. ეს კომპანიებია: Bitcoin Exchange-ი, Bitkub Online-ი, Satang Corporation-ი და კრიპტოვალუტის საბროკერო ფირმა Coins TH Co.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი