სტივ ვოზნიაკი: მომავალ ათწლეულში ბიტკოინი და Blockchain-ი სრულ პოტენციალს გამოამჟღავნებს

0
2787

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა დადებითად შეაფასა კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია We Are Developers World Congress 2018 წლის გახსნაზე, რომელიც ვენაში გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, სტივ ვოზნიაკმა Blockchain-ს “დიდებული იდეა” უწოდა.

“Blockchain არის მომავალი, შემდეგი IT რევოლუცია, რომელიც უნდა მოხდეს”,- აღნიშნა ვოზნიაკმა.

ვოზნიაკმა თავისი პოზიტიური დამოკიდებულება Blockchain-თან დაკავშირებით იმის ახსნა, რომ ასეთი ტიპის ტექნოლოგიურ სფეროში Blockchain-ს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია.

როგორც სტივ ვოზნიაკი ამბობს, Blockchain-ი და კრიპტოვალუტა ათწლეულში სრულ პოტენციალს გამოავლენს.

Apple-ის თანადამფუძნებელი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეკ დორსის სიტყვებს დაეთანხმა. დორსიმ მარტში განაცხადა, რომ ბიტკოინი მომავალში მსოფლიოს ერთიანი ვალუტა იქნებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტივ ვოზნიაკმა პოზიტიური კომენტარი გააკეთა კრიპტოვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებით. ლას-ვეგასში გამართულ Money 20/20-ის კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბიტკოინი უკეთესია, ვიდრე ოქრო და აშშ დოლარი.

სტივ ვოზნიაკის თქმით, ბიტკოინის დიდი უპირატესობა ისაა, რომ არსებობს მხოლოდ მცირე რაოდენობის მონეტები, ხოლო ისეთი ფულის, როგორიც არის აშშ დოლარი ან ევრო, შეიძლება უბრალოდ დაბეჭდილი იყოს ბანკების მიერ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი