კვლევა: სინგაპურელთა 43% კრიპტოვალუტის მფლობელია

0
615

კვლევის თანახმად, სინგაპურელთა 43% კრიპტოვალუტის მფლობელია.

კრიპტოვალუტის მიღება სინგაპურში იზრდება. მოთხოვნა განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში შეინიშნება. ახალგაზრდები ცდილობენ აითვისონ ბიტკოინი და სხვა ციფრული ვალუტები.

აზიისა და წყნარი ოკეანის კრიპტოვალუტის დამოუკიდებელი სარეზერვო სისტემის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ ფლობდა ან ფლობს კრიპტოვალუტას, 46% კი უახლოეს 12 თვეში აპირებს მის შეძენას. 26-დან 45 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 2/3, ანუ 66% ამბობს, რომ ისინი ფლობდნენ კრიპტოვალუტებს.

გასაკვირი არ არის, რომ გამოკითხულთა 93%-მა აღნიშნა, რომ მათ სმენიათ ბიტკოინის შესახებ. გამოკითხულთა თითქმის 40% აღწერს ბიტკოინს, როგორც “ინვესტიციურ აქტივს”, ხოლო 25%-მა მას “ციფრული ოქრო” უწოდა.

26-დან 35 წლამდე ასაკის განმოკითხული 3/4 ამბობს, რომ მათ სჯერათ, რომ კრიპტოვალუტა ფართო მასშტაბით მიიღება ინდივიდებისა და ბიზნესის მიერ.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობენ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების საზღვრისპირა პროგრამების შესასწავლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი