სეული საკუთარ ციფრულ ვალუტას, S-coin-ს შექმნის

0
567

სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული smart city-ი გახდება. ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა. თუმცა ამ ეტაპამდე არ იყო ცნობილი, თუ რას გეგმავდა ქალაქის ადგილობრივი მთავრობა.

როგორც მედია საშუალება Finder-ი იტყობინება, სამხრეთ კორეის დედაქალაქი S-coin-ის შექმნას აპირებს. ციფრული ვალუტის შექმნის მიზანი იქნება მოქალაქეების წახალისება, რათა მათ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მმართველობაში.

ამასთანავე, S-coin-ით შესაძლებელი იქნება საჯარო სერვისების გამოყენება ან კომუნალური გადასახადების გადახდა.

როგორც მედია იუწყება, S-coin-ი მშობლებს საშუალებას მისცემს შვილებს მონეტის გადაცვლით რაიმე საჩუქარი შეუძინონ. მაგალითად, თუკი მშობლები შვილებს საჩუქრად S-coin-ს გადასცემენ მშობელი ვალდებულია ციფრული ვალუტა გაანაღდოს საბავშვო მაღაზიაში.

სეულის ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ S-coin-ი ადამიანების სურვილებსა და ქცევაზე დადებით გავლენას მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში სეულის მთავრობამ Blockchain-ისა და fintech-ის განვითარებისთვის 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი