საფრანგეთის მარეგულირებელი ICO-ს რეგულაციის საკითხზე მუშაობს

    კრიპტოვალუტის ვაჭრობიდან მიღებული მოგების გადასახადების შემცირების შემდეგ, საფრანგეთის მარეგულირებელი ახალ საკანონმდებლო პროექტზე მუშაობს, რომელიც პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) რეგულაციას შეეხება.

    “საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში პირველადი მონეტარული შეთავაზებისთვის კანონპროექტის განხილვა მალე დაიწყება”,-განაცხდა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაიეღმა.

    როგორც მან Twiitter-ზე დაწერა, 26-ე მუხლი მიღებული იქნა საპარლამენტო კომიტეტში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ფართო გეგმის ნაწილია, რაც ბიზნესის ზრდას გულისხმობს.

    მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტში გაწერილია, რომ ICO-თან დაკავშირებულ ბიზნესისთვის ლიცენზირების მიცემა ქვეყნის ფინანსურ მარეგულირებელს დაევალება. თუმცა, ლიცენზიის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ეს პროექტები უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის კონკრეტულ გარანტიებს.

    მარეგულირებელს ასევე დაევალება ICO-ს შესახებ ინვესტორებს ინფორმაცია მიაწოდოს.

    ამასთანავე ქვეყნის მარეგულირებელი ორგანო შეშფოთებას გამოთქვამს ICO-ს რისკ-ფაქტორების შესახებ, რომელიც ტერორიზმის შესაძლო დაფინანსებას და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

    შეგახსენებთ, რომ მაისში საფრანგეთის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტის ბირჟების დაბეგვრა 45%-დან 19%-მდე შეამცირა. რაც შეეხება მაინინგს: მაინინგი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ საქმიანობად განიხილება.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *