საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ევროპის ციფრული ვალუტის შექმნის იდეით გამოდის

0
6124

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მეირმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა განიხილოს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნა, რომელმაც შესაძლოა, Facebook–ის კრიპტოვალუტას კონკურენცია გაუწიოს.

ჰელსინკში ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ბრუნო ლე მეირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი სერიოზულად განიხილავს ევროპული საჯარო ციფრული ვალუტის პოტენციალს. ამ საკითხთან დაკავშირებით კი მას კოლეგებთან ოქტომბერში ექნება შეხვედრა.

მან ასევე გაიმეორა თავის აზრი იმის შესახებ, რომ შემოთავაზებულმა Libra-მ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მომხმარებლებს, ფინანსურ სტაბილურობას და თუნდაც ევროპული სახელმწიფოების სუვერენიტეტს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბანკო ორგანიზაცია, რომლის ფუნქციაც არის რეგუალაცია კრიპტოვალუტის კვლევის რეკომენდაციას იძლევა. დოკუმენტში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირში კრიპტო აქტივების გამოყენების შესახებ, წერია რომ ორგანიზაცია ახალი მარეგულირებელი სისტემის შექმნას აპირებს.

“როგორც წესი, კრიპტოვალუტა ევროკავშირის საბანკო, საგადასახადო და ელექტრონული ფულის სამართლებრივ ფარგლებში რეგულირებულ მომსახურებას არ წარმოადგენს. ამასთანავე, არსებობს რისკები მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ევროკავშირის დონეზე”,- ნათქვამია ანგარიშში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი