საფრანგეთის მარეგულირებელი კრიპტო მომხმარებელს აფრთხილებს

0
309

საფრანგეთის მარეგულირებელი მომხმარებელს შესაძლო თაღლითობის ფაქტებზე აფრთხილებს.

მარეგულირებელმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მომუშავე ზოგიერთი კომპანია ახალგაზრდებს იზიდავს, რაც საბოლოოდ არცთუ ისე კარგად მთავრდება.

საქმე იმაშია, რომ კომპანია ახალგაზრდებს ტრენინგებსა და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას სთავაზობს. თუმცა მიღებული განათლება მომხმარებელს მხოლოდ კრიპტო პლატფორმებზე ვაჭრობით შემოიფარგლება.

საფრანგეთის გარდა, ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმაც კრიპტოვალუტის მომხმარებელი გააფრთხილა. ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა არასანქცირებული კრიპტოვალუტის კომპანიის შესახებ გაფრთხილება გამოსცა.

მარეგულირებლის ცნობით, ბულგარეთში დაფუძნებული Next Coin Market-ი აცხადებდა, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებს სთავაზობდა კრიპტოვალუტის მომსახურებას.

ბრიტანეთის მარეგულირებელმა განმარტა, რომ კომპანია მომხმარებელს ყალბი ვებსაიტის ბმულს უგზავნიდა. თავის მზრივ, ბმული იძლეოდა შთაბეჭდილებას, რომ ფირმა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელის მიერ ოფიციალურად რეგისტირებულია. თუმცა Next Coin Market-ი ხელისუფლების მიერ არ იყო რეგისტრირებული.

უფრო მეტიც, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კომპანია დანაშაულებრივ საქმიანობაშიც იყო ჩართული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი