სამხრეთ კორეის მარეგულირებელს კრიპტო თაღლითობის სასჯელის გამკაცრება სურს

0
606

გასული წლის გაზაფხულზე Terra-ს დაშლის შემდეგ, სამხრეთ კორეის კანონმდებლები აპირებენ გააძლიერონ კანონმდებლობა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფინანსური სერვისების კომისია (FSC) და ეროვნული ასამბლეა მუშაობენ კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ფინანსურ ხელისუფლებას განახორციელოს პერმანენტული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შეხვედრისას, როგორიცაა გაურკვევლი (დაუზუსტებელი) ინფორმაციის გამოყენება, ფასებით მაიპულირება, თაღლითობა და ა.შ., დააკისრონ შესაბამის ობიექტებს ფინანასური ჯარიმები.

კანონმდებლობის ზოგიერთი მახასიათებელი უკვე ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს 14 განსხვავებული წინადადება კრიპტოვალუტების შესახებ, რომლებიც ცირკულირებს ეროვნულ ასამბლეაში და მზადდება ამბიციური და ყოვლისმომცველი ციფრული ვალუტების ძირითადი აქტი, ახალი ინიციატივები მაქსიმალურად უზრუნველყოფს ინვესტორების დაცვას 2023 წლიდან.

„ვინაიდან, აშშ-ში ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია (SEC) უფლებამოსილებების ფართო სპექტრს ახორციეებს, შესაძლებელია, ციფრული ვალუტებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთა, მაგრამ კორეაში საჭიროა ამისთვის სპეციალური კანონმდებლობა”,- განაცხადა საკანონმდებლო კომისიის წევრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი