სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა რეგიონმა კენჭისყრისას შესაძლოა, Blockchain-ი გამოიყენოს

0
535

სამხრეთ კორეის სეოჩოს რეგიონმა შესაძლოა, Blockchain-ი ხმის მიცემის სისტემისთვის გამოიყენოს.

გასულ კვირას, სეოჩოს რეგიონული მთავრობის მეთაურმა Blockchain კომპანიებს მაცხოვრებლებისთვის კენჭისყრის პლატფორმის შექმნა შესთავაზა.

ამასთანავე მან შეაქო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მოვლენების პოზიტიური ნაკადი ქვეყნის მასშტაბით.

UpDown Korea-ს თანახმად, ჩო ეუნ-ჰე, რომელიც სეულის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული რაიონის ადგილობრივი მთავრობის ლიდერია, მიიჩნევს, რომ უკვე შესაფერისი დროა Blockchain ტექნოლოგიის გამოყენების დასაწყებად: ”… ასე რომ, ნებისმიერ მოქალაქეს Blockchain-ის დამხამრებით შეუძლია ადვილად გამოხატოს და შესთავაზოს საკუთარი მოსაზრებები მთავრობას”.

სეოჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა ქვეყანას უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მიმდინარე მოვლენებში. მან ამ სწრაფად ცვალებად საზოგადოებაში კორონავირუსის პანდემიის ფონზე ხაზი გაუსვა ფინანსურად დეცენტრალიზილებული ინოვაციების მნიშვნელობას.

რეგიონული მთავრობის მეთაურმა აღნიშნული მოვლენა “მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას“ შეადარა.

შეგახსენებთ რომ, აპრილში სტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროს ვიცე-მინისტრმა, კო ჯუნ-ჩეოლმა განაცხადა, რომ Blockchain ბაზარი ქვეყნისთვის “ოქროს შესაძლებლობას” წარმოადგენს. მან ასევე მოუწოდა სამხრეთ კორეის კერძო სექტორის კომპანიებს ამ პოტენციალის გამოყენებისკენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი