სამხრეთ კორეის მთავრობას ცენტრალური ბანკის გამოსაშვებ ციფრულ ვალუტაზე ისევ კომენტარის გაკეთება უწევს

0
666

სამხრეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა გასულ კვირას ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის შესახებ გამოცემულ გაფრთხილებაზე კომენტარი გააკეთა.

ბანკის წარმომადგენელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არანაირი ციფრული ვალუტის გამოშვება არ იგეგმება.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ცნობილია, როგორც სახელმწიფოს მიერ ან მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა. ცნობილია ისიც, რომ ამ ტიპის ვალუტის გამოშვებაში Blockchain ტექნოლოგია უნდა იყოს გამოყენებული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად რამდენიმე სახელმწიფო განიხილავს ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტის გამოყენებას. სამხრეთ კორეამ კი ამასთან დაკავშირებით იანვრის ბოლოს ოფიციალურად მიიღო ზომები.

გადაწყვეტილება კი 6-თვიანი საკონსულტაციო პროცესის ამოწურვის შედეგად მიიღეს.

ახლა ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის შექმნა მაგალითად, გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების გაზრდას. ეს კი ქვეყნის ეკონიმიკაზე დადებითად არ აისახება.

როგორც ჩანს, ქვეყნის მთავრობამ არჩია, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები კრიპტოვალუტის სტატუსის შესახებ პოზიციები არ შეცვალოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი